მშობელთა კომიტეტი "ჯიჯიში"
მშობელთა კომიტეტი "ჯიჯიში"
დღეს "ჯიჯის" გიმნაზიაში მშობელთა კომიტეტის შექმნის მიზნით, მშობლები შეიკრიბნენ. მშობელთა კომიტეტში ყველა კლასს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც ამა თუ იმ კლასში არსებულ საჭიროებებს გამოავლენს და კომიტეტს წარუდგენს.
კომიტეტის ხელმძღვანლად მშობლები თავად აირჩევენ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ხელმძღვანელი კი რიგ საკითხებს პერიოდულად გიმნაზიის დირექტორთან განიხილავს და მის გადაწყვეტაზე იმსჯელებს. კომიტეტის დაფუძნების იდეა გასულ კვირას, გიმნაზიის დამფუძნებელთან შეხვედრაზე გაჩნდა. მშობლები მიიჩნევენ, რომ კომიტეტი აქტიურად იმუშავებს და სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
04 ნოემბერი, 2014 წ.
ბეჭდვა