შეხვედრა მშობლებთან
შეხვედრა მშობლებთან
"ჯიჯის" დამფუძნებელმა ჯიმშერ ღურწკაიამ დღეს გიმნაზიის ივენთ-ჰოლში მშობლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გიმნაზიაში დანერგილ სიახლეებზე საუბარი იყო. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში შედგა. გიმნაზიის დამფუძნებელმა მშობლებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განიხილა და "ჯიჯიში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათი აზრი მოისმინა. ჯიმშერ ღურწკაია აცხადებს, რომ გიმნაზიისთვის რიგ საკითხების გადაწყვეტაში აუცილებელია მშობელთა აქტიური ჩართულობა და მათი აზრის გათვალისწინება. მისივე განმარტებით გიმნაზიაში ხორციელდება არაერთი ახალი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს მათი ცოდნის რეალიზებაში დაეხმარება. დამფუძნებელმა დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა, გიმნაზიის ბაზაზე არსებულ ტელევიზიაზე GG-TV-ზე  რომელმაც აკრედიტაცია საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისის გადაწყვეტილებით წარმატებით გაიარა და მაუწყებლობს Caucasus online -ზე. მშობლები ამ და სხვა სიახლეებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა.
31 ოქტომბერი, 2014 წ.
ბეჭდვა