ზიზი ბერაია (თბილისი)
ზიზი ბერაია (თბილისი)

თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის.

დედის მონატრებაა ადამიანობა, შიშის დაძლევაა გმირობა. ამიტომაც, რაც კი ცუდია ჩვენში, დროისაგან თავსმოხვეული, სიმარტოვით გაქვავებული - მოიკვეთება, სამუდამოდ. ჩვენს თვალწინ მოკვდება, რადგან ჩვენც გავიგოთ, ვიგრძნოთ, ვიწვნიოთ სიკვდილის ძალა, დაუნდობლობა, და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ გადარჩენილს. არ დავანებოთ სიკვდილს, მტერს, წყვდიადს... ვიდრე შეგვეძლება, ვიდრე კბილი შეგვრჩება, ფრჩხილი, ფურთხი, გოჯი არ დავთმოთ ჩვენი სულისა, სინდისისა, სიყვარულისა, სიძულვილისა... ანუ, არასოდეს მივატოვოთ სანგარი, ოღონდ, ის სანგარი, სადაც განგება ჩაგვსვამს და კიდევ ერთი, მადლობა ღმერთს, გამახსენდა! არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, გესმის?! რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გიბრძანოს, დაგაძალოს, გთხოვოს, შემოგაჩეჩოს - არ მიითვისო, რაც არ გეკუთვნის, რისი მითვისებას არ შეიძლება... სხვისი აკვანი, ანდა სხვისი საფლავი, სხვისი წუხილი, ანდა სხვისი სიხარული, სხვისი სალოცავი ანდა სხვისი საგოდებელი.

ოთარ ჭილაძე
25 ნოემბერი, 2013 წ.
ბეჭდვა