ვიქტორია კოროლევა (მოსკოვი)
ვიქტორია კოროლევა (მოსკოვი)

ძვირფასო მეგობრებო! მსურს გაგიზიაროთ ის აღტაცება, რომლიც ვიგრძენი, როცა საოცარ, ყველასგან განსხვავებულ სასწავლო დაწესებულებას GG-ს ვეწვიე.

გიმნაზიის შენობა გხვდება გაღიმებული წიგნებით, რომლებიც შემოგცქერიან ფასადიდან და გიწვევევენ, რომ ჩაიხედოთ თითოეულში, წაიკითხოთ გენიოსთა ნააზრევი. შაბათს არა სასწავლო დღეს საკონფერენციო დარბაზში გოგონები და ბიჭუნები შეხვედრას ელოდებიან. პატარების გამომცდელმა თვალებმა მშვიდობის, მეგობრობის, ცოდნისა და მომავლის თემებზე გულღია საუბრისთვის განმაწყო. შევიგრძენი როგორ ეამაყებოდათ საკუთარი გიმნაზია, სადაც სასკოლო საგნებთან ერთად ცხოვრებასაც სწავლობენ. გიმნაზიის დამფუძნებელი ბატონი ჯიმშერ ღურწკაია სიყვარულით უზიარებს ბავშვებს ურთიერთობისა და სტუმართმოყვარეობის კულტურასა და ეტიკეტს, ხოლო პატარები ყურადღებით ისრუტავენ თითოეულ სიტყვას და გამოხატავენ პატივისცემას თანამოსაუბრისადმი...

2.11.2013

ბეჭდვა