მაკა მოსია
მაკა მოსია
რუბრიკის სტუმარია, ჯიჯის მე-8 კლასის მოსწავლის, რატი ქარდავას დედა, ქალბატონი მაკა მოსია. რა უნდა ყველა დედას თავისი შვილისთვის? ბედნიერება და წარმატება - თუმცა ეს ყველაფერი მარტივად და მხოლოდ სურვილის გამოხატვით არ ხდება. ბედნიერება ბევრი ელემენტისგან შედგება, მშობელი თავის წილს ამ საქმეში აკეთებს, თუმცა წარმატებამდე დიდი გზაა გასავლელი, ყველა გზას კი აიცულებლად აქვს დასაწყისი.
მშობლის ვალია ხელი შეუწყოს სწორედ ამ დასაწყისში და დახლართულ გზებში მისცეს სწორი მიმართულება.
რატის ერთი მიმართულება აქვს - წარმატება, თუმცა მისაღწევად ბევრი გზა არსებობს. სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანი ყალიბდება, თუ ეს უნდა მომავალში. ამისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ ჯიჯის სკოლაა - ერთი ადგილი, სადაც ყველაფრის სწავლა შეიძლება. არა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას - ვგულისხმობ ბევრ სხვა რამესაც, სიმღერას, ცეკვას, ჟურნალისტობას, მომთაბარეობას, ტექნიკას და ა.შ. ყველაფერ იმას, რაც მომავალში გამოგადგა, და თუ არ გამოგადგა, ნამდვილად დაგეხმარება ინტელექტუალურ თამაშში "რა, სად, როდის", რომელსაც, ასევე, სკოლაში თამაშობ.
ჯიჯი გიმნაზიაში კი ეს ყველაფერია და სკოლის დამთავრებამდე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრ თანატოლზე მეტი იცი, და რაც უფრო მეტი იცი და შეგიძლია, მით უფრო მარტივია წარმატების მიღწევა!
გილოცავთ ახალ წელს!
კეთილი სურვილებით, მაკა მოსია!
06 JANUARY, 2017 წ.
ბეჭდვა