ხათუნა პერტია (GG)
ხათუნა პერტია (GG)
"მე ერთი ლამაზი ხე ვარ უღრან ტყეში აშოლტილი.... ყველა , ვინც კი ჩამივლის აღტაცებას ვერ მალავს და ხმამაღლა ამბობს ჩემს ქებას. ჩემს ტოტებზე პატარა ჩიტებს დაუდიათ ბინა და თავიანთი ცხოვრებით ლაღობენ. ყველა მე შემომნატრის და ჩემი შურთ, მაგრამ არავინ იცის , რომ მე ერთი გამოფიტული ფუღურო ხე ვარ, რომელიც ამ ცხოვრებას ჯიქურად ებრძვის.
ჩემი არსებობა მოჩვენებითია, ვარსებობ, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა. არადა როგორ მიჭირს მყარად დგომა.სულიერი დისჰარმონია არ მაძლევს საშუალებას, რომ მტკიცედ დავდგე.ხანდახან მწარე ოხვრა აღმომხდება,მაგრამ ეს ოხვრა იქვე კვდება, რადგან ვცდილობ სხვებმა არ გაიგონ, არ შემამჩნიონ და გაქილიკების საგანი არ გავხდე. მე კი ვნადგურდები,ვინ იცის სანამდე გავუძლებ ამ ყოველივეს?!
... მაგრამ-უნდა გავუძლო, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების ხათრით, რომელთაც ჩემი არსებობით ვახარებ, რომელთაც მართლა ვუყვარვარ და რომელთაც ვჭირდები.
ხანდახან საშინელი ქარიშხალი მარყევს და მაქანავებს. თქვენ გგონიათ მეშინია წაქცევის?! არაფერიც!!! რამდენჯერ მინატრია:,, წამაქციე, ბოლო მომიღე, ასეთ ყოფას ყველაფერი მირჩევნია-მეთქი!“. მაგრამ, თითქოს ქარსაც ენანება,თითქოს მასაც რაღაცისთვის ვჭირდები,იქნებ იმისთვის, რომ გამწეწოს, გამანადგუროს, მეთამაშოს და ასე, ჯოჯოხეთურ ყოფაში კიდევ დიდხანს მამყოფოს...ან იქნებ იმიტომ, რომ ჩემი სილამაზით დატკბეს?!
არ ვიცი სანამდე გავუძლებ ყოველივეს. ხანდახან, როცა ტოტებდაგლეჯილი და წელში მოტეხილი საშინელ ტკივილს ვერ ვუძლებ, ვცდილობ ჩემით გამოვუტანო განაჩენი საკუთარ თავს, გავიწ-გამოვიწიო,ფესვები ამოვითხარო მიწიდან და ძირს მწარედ დავეცე , ისე მწარედ,რომ ვერავინ ამაყენოს.თუმცა , დარწმუნებული ვარ , რომ ,თუ ერთხელ დავეცემი, მერე წამოდგომა გამიჭირდება.
საშინელება იქნება დედამიწასთან , მშობელ დედასთან დაშორება. მასაც გაუჭირდება ჩემი დაკარგვა. მან ხომ ბევრი გაიღო იმისთავის, რომ ასეთი გავეზარდე: იბორგებს და ვერ დამშვიდდება, სანამ კარგად არ გამომიტირებს...მაგრამ ვინ იცის რა მომელის, ვინ იცის რა მოხდება?! არავინ!!!
P.S ... და ბოლოს მინდა ილია მეორის სიტყვებით დავამთავრო:
,,იყავი უბრალო, მაგრამ ორიგინალური, ენდე ღარიბს, რომელსაც მდიდარი გული ექნება, გახარებული არ დაპირდე და განრისხებული არ დაემუქრო და რაც მთავარია, იყავი ვინმე და არა რამე...“
22 თებერვალი, 2016 წ.
ბეჭდვა