ლელა კვირტია
ლელა კვირტია
პასუხი კითხვაზე რატომ ჯიჯი? აქ უსაზღვრო შესაძლებლობებია და სწავლა ბედნიერებაა >>>> ამ თითქოსდა მაღალფარდოვნების არგუმენტირებისთვის ჩემი მოსწავლეობის ხანა უნდა გავიხსენო: სკოლაში ფიზიკას საუკეთესოდ ვსწავლობდი, საერთოდ თუ ბოლომდე არ ჩავეძიე, ვერ გავერკვიე, ვერაფერს ვერ გავიზეპირებ... წარმოიდგინეთ რა ძალისხმევა და ნებისყოფა დამჭირდებოდა იმისთვის, რომ ფორმულებით აჭრელებულ ამ მეცნიერებაში მოვლენები დამენახა, ფორმულებისა და ციფრების მიღმა რეალობა ამომეცნო..... აღდგომის კვერხის საღებავმა ხელები წითლად რომ შემიღება მაშინ მივხვდი დიფუზია რა იყო... მერე არქიმედეს ამომგდები ძალა გავიაზრე , ერთხელაც სკოლაში მისატანი ცნობა დავკარგე ნაავადმყოფარმა, მის მოსაძებნად აღვიდგინე ჩემი განვლილი გზის მარშუტი და მაშინ მივხვდი ტრაექტორია რა იყო,... და ასე თანმიმდევრულად უწყვეტ ჯაჭვად ყველაფერში გავერკვიე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემმა წარმოსახვის უნარმა მიშველა ამ რთულ მეცნიერებას დავუფლებოდი. ეს იყო ჩემი გონებრივი დილემა, რომელიც მარტოს უნდა გადამეწყვიტა( მასწავლებლელი დამხმარე კი არა ჩვენი ტანჯვა-წამების მემატიანე იყო) ჯიჯიში კი... ბატონი დავით სონღულაშვილის დასახელებაც საკმარისია, იმის გასააზრებლად რაოდენ ხელშესახებია თანმედროვეობის ყველა მიღწევა,რაოდენ ლაღად და ბუნებრივად ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება ისწავლოს ბავშვმა , ისეთი საკითხები, რაც ჩვენ დროს ჯოჯოხეთურ ტვინის მტვრევასთან ასოცირდებოდა...
01 თებერვალი, 2015 წ.
ბეჭდვა