მაკა სამუშია
მაკა სამუშია
მორიგი ჩანახატი (გარეთ წვიმა და ქარი) "მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოზარდის სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება.. მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია...(ილია II)პატრიარქის ამ სიტყვებზე, აქამდე არასოდეს მიფიქრია, ცხადია პროფესიული საქმიანობა სხვა მიმართულებით მიწევდა და შესაბამისად ვერ ვიაზრებდი ამ სიტყვების მნიშვნელობასაც....
მე დღეს ვიცი რას ნიშნავს მასწავლებლის როლი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში... მივხვდი რამდენი ძალისხმევა გჭირდება ჩამოყალიბდე წარმატებულ მასწავლებლად... დაიმკვიდრო საკუთარი ადგილი მოსწავლის გულში და მოიპოვო მოზარდის ნდობა...
დავიწყებ სულ თავიდან... დედა პედაგოგი მყავს და ბავშვობიდან მომყვება პუნქტუალობის, პასუხისმგებლობის გრძნობა. დედის პროფესია ჩემთვის უდიდესი მაგალითი იყო, ვხედავდი მის დამოკიდებულებას მოსწავლეებთან და ამით ვამაყობდი, დღემდე ასეა....
მე ამაყი ვარ! დიახ ამაყი, პროფესიით ჟურნალისტი ვარ და წლებია სხვადასხვა თემაზე მიწევს მუშაობა. პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, საზოგადოება , ეს ის თემებია რომელიც ჩემი ყოველდღიურობის მეგზურად გავიხადე და „ახლობლებად“ ვაქციე, დღეს კი მაქვს შესაძლებლობა ჩემს კოლეგასთან თამუნა ლატარიასთან ერთად წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მოზარდ თაობას გავუზიარო ...
მე ახალი კოლექტივი მყავს, ახალი გარემო მაქვს , მაგრამ საქმიანობა უცვლელი რჩება, მე ჟურნალისტიკა შემთხვევით არამირჩევია და თუკი ჩემი არჩევანი ჩემს სურვილებს აკმაყოფილებს მე მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე ვაკეთო ის რაც მიყვარს , ამჯერად „ჯიჯის“ მოსწავლეებთან, ახალი შემართებით, ახალი მოტივაციით და გიმნაზიის უცვლელი პრინციპით : „მუდამ და ყველგან შენ ჯიჯის წევრი ხარ!“, ეს სლოგანი გიმნზიაში მოსვლის დღიდან ჩემი საყვარელი ფრაზა გახდა, ბავშვებთან ვცდილობ მუდმივად ვისაუბრო გიმნაზიაში მოსალოდნელ სიახლეებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, ახალ პროექტებზე და იმ მიღწევებზე რაც „ჯიჯიმ“ დაარსების დღიდან დღემდე მოიპოვა...
მე ამაყო ვარ! დიახ ამაყი! მე „ჯიჯის“ წევრი ვარ, ერთი დიდი ოჯახის წევრი!
პ.ს. მოუთმენლად ველოდები ახალ სასწავლო წელს...
„ჯიჯი“ ლიდერია!


20 სექტემბერი, 2014 წ.
ბეჭდვა