ნიკა ბულია
"მე და ჯიჯი"

„ჯიჯიში“ ერთი წლის წინ მოვედი, აქ ყველაფერი ისეთი დამხვად როგორზეც მიოცნებია, ფერადი, ლამაზი, ბავშვური, გარემო საინტერესო.. შევიძინე უამრავი მეგობარი, ჩემს სკოლაში ჩემს თანატოლებთან ერთად თავს დაცულად და თავისუფლად გრძნობ!
გიმნაზიის შენობა „წლის არქიტექტურად“ აღიარეს, მართლაც ასეა, გარეშე თვალიც ადვილად შეამჩნევს თუ როგორი გემოვნებითაა გაკეთებული გიმნაზიაში თითოეული დეტალი, როგორი დახვეწილია მისი შიდა თუ გარე ინტერიერი. კლას-კაბინეტები და აღჭურვილობა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში საუკეთესოდ ჩათვალა.
გიმნაზიაში თავი უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნია, რადგან ჩემს გვერდით პროფესიონალი მასწავლებლები არიან, მათგან განათლებასთან ერთად დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას ვიღებთ, აქ გრძნობ , რომ ყველა შენზე ზრუნავს.
GG-ს სასწავლო პროგრამა უნიკალურია. ჩემს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო საგნებს, გაღრმავებულად ისწავლება ინგლისური და რუსული ენები, დამატებით - დრამა/პანტომიმა, ქართული ცეკვა, ჭადრაკი.
ფუნქციონირებს GG-ის მკითხველთა კლუბი .გარდა ამისა ჯიჯის გიმნაზიაში ჩამოყალიბდა მედია ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ჟურნალისტის, ოპერატორის,მონტაჟის, რეჟისორის პროფესიებსა და ფოტო ხელოვნების საფუძვლებს.
მე კმაყოფილი ვარ, რომ გამიმართლა და „ჯიჯის“ სრულფასოვანი წევრი გავხდი., „ჯიჯი“ ჩემი მეორე სახლია. მე „ჯიჯიელი“ ვარ...

09 ივლისი, 2014 წ.
ბეჭდვა