გიმნაზიის ერთი უმთავრესი მიზანია მოსწავლეების მშობლებთან თანამშრომლობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა. ამისათვის ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიაში ფუნქციონირებს მშობელთა დარბაზი, მშობლებს შეუძლიათ მონიტორების საშუალებით უყურონ საგაკვეთილო პროცესს და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით ღონისძიებათა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა.
GG პატივს სცემს მშობლების აზრს და ითვალისწინებს გაზიარებულ გამოცდილებას.
ნებისმიერ თანამშრომლობას აქვს თავისი პირობები და ორივე მხარისათვის სავალდებულო "თამაშის წესები”, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერშედგება. მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის თანამშრომლობის ასეთ არსებით და აუცილებელ პირობას ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს.
მშობელთა დარბაზში მშობლებსა და გიმნაზიის სტუმრებს ემსახურება კაფე-ბარი.