პერსონალის მიღება

შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია- ჯიჯი

 

მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის დებულება
1. კონკურსის მიზანი

1.1.კონკურსის მიზანია უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შერჩევა.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
2.1. კონკურსზე დაიშვებიან:

• მასწავლებლის ვაკანსიის დასაკავებლად მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი განათლების სერთიფიცირებული პედაგოგები

3. კონკურსის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შემოიტანონ  განაცხადი Teacherjobs.ge -ზე შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია- ჯიჯი მიერ

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე  მითითებულ ვადებში.  I ეტაპის გადალახვის შემთხვევაში ადმინისტრაციაში წარმოადგინოს:

საგნის კურიკულუმი;

კომპლექსურის განხორციელების მინი-სცენარი

გაკვეთილის გეგმა (XI-XII შემთხვევაში )

3.2. კონკურსი ტარდება ეტაპებად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. პედაგოგიური ხედვისა და მიდგომების პრეზენტაცია(გასაუბრება);
3. სადემონსტრაციო გაკვეთილის ჩატარება.

3.3. შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

1. მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
2. მასწავლებელთა ეთიკის კოდექსთან შესაბამისობა;

3. მესამე თაობის სასწავლო გეგმის საფუძვლიანი ცოდნა;
4. გიმნაზიის საგანმანათლებლო კონცეფციასთან შესაბამისოსბა;
5. აკადამიური და შემოქმედებითი მიღწევები
6. უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების (MS Windows, MS Word, MS PowerPoint) ცოდნა

3.4. სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში მონაწილეს მოეთხოვება ადმინისტრაციაში დამატებით შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2.აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

5. ცნობა ნასამართლეონის შესახებ ;

6. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშუხებლობის წიინაღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეონის შესახებ

7. რეზიუმე/cv
8. საგნობრივ კათედრასთან შეთანხმებული საგნის კურიკულუმი

3.5. ვადები და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

კონკურსის ვადებსა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ადმინისტრაცია შიდა ბრძანების საფუძველზე.

19 თებერვალი, 2013 წ.
ბეჭდვა