ბიოგრაფია

www.gg-school.ge

ალექსანდრე ღურწკაია


აიბადა 1933 წლის 14 ოქტომბერს,  ზუგდიდის რაიონ სოფელ შამგონაში. 8-წლიანი  და კახათის საშუალო სკოლებში სრული კურსის დამთავრების შემდეგ გაიარა სამხედრო სამსახური  (1953-1955 წწ),  მიენიჭა სამხედრო ოფიცრის - ლეიტენანტის წოდება.

1956-1957 სასწავლო წლებში მუშაობდა შამგონის, ზუგდიდის მე-5 და მე-7 საშუალო სკოლებში სამხედრო და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად.

1958 ჩაირიცხა და 1964 წელს დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1965-1990 წლებში მუშაობდა შამგონის 8-წლიანი სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

არის საქართველოს განათლების წარჩინებული მასწავლებელი.

1970-1981 წლებში მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო პედაგოგიურ კითხვებში.
არის პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - "ტელევიზიის როლი ბავშვის აღრზდაში".
არის რამოდენიმე წიგნის და მეცნიერული შრომის ავტორი.

1992 - 2022 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში, დონის როსტოვში.

ბატონი ალექსანდრე გარდაიცვალა 88 წლის ასაკში, 2022 წლის 8 თებერვალს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ - შამგონაში.

ჰყავს მეუღლე - ლუიზა ბერაია და სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი.













ბეჭდვა